მოსწავლის როლის მორგების შემდეგ დავუბრუნდი მასწავლებლის როლს და დავიწყე მოსწავლის ნამუშევრის შეფასება. წინა ტრენინგზე მომეცა დავალება მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკების ჩამოყალიბების, რასაც ასე თუ ისე გავართვი ატვი. დღევანდელ ტრენინგზე ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ? როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები? როგორ შევქმნათ დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად.
ვიმმსჯელეთ იმაზეც როგორ გავუწიოთ მოსწავლეებს ფასილიტაცია, რისთვისაც შევქმენით პრეზენტაცია.
დღესაც ვიმუშავეთ ბლოგზე და დავამატე ახალი გვერდი "გალერეა" და ვისწავლე როგორ ავთვირთო მასში სურათები და დავაფორმატო ისინი.
ბლოგზე მოთავსებულ გვერდს "პორთფოლიო" მივაბი ჩემი საქაღალდის ლინკი რომელზე დაწკაპების დროსაც შესაძლებელი იქნება დაინტერესებული პიი გადავიდეს ჩემს drive-ზე და ნახოს ჩემი პროექტის მასალები, რომლებიც ჯერ-ჯერობით სრულად არ მაქვს ატვირთული, თყუმცა სულ ცოტა დარჩა მალე ყველაფრის ნახვა იქნება შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment