დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით- უნდა შეგვექმნა მასწავლებლის პრეზენტაცია. პრეზენტაციის შექმნისას გავითვალისწინე ტრენერის მითითებები მასწავლებლის პრეზენტაციის სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ, ალბათ ამის გამო ტრენერს დავალებასთან დაკავშირებით შენიშვნები არ ქონია. ასევე გავითვალისწინე გიორგის მითითებები სასწავლო პროექტის გეგმაში პროექტის პროცედურების მეტად გაშლის შესახებ, რაზეც დავიმსახურე შეფასება " საკმაოდ კარგია".
დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და მისი ჩეკლისტის შექმნის პროცედურებზე. ტრენერის ბლოგის რესურსებში ვნახეთ მოსწავლის ნაშრომისა და ჩეკლისტის ნიმუში და ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ავაწყოთ ჩეკლისტი ჩვენი პროექტის შესაბამისად.
ძალიან საინტერესო იყო ტრენინგის მეორე ნაწილი, როდესაც გავაგრძელეთ ბლოგზე მუშაობის შესწავლა. კერძოდ ბლოგზე დავამატეთ ბლოგზე ვიზიტორთა რაოდენობის მაჩვენებელი გაჯეტი და ასევე გაჯეტი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ჩავატარო გამოკითხვა "მოგწონთ თუ არა პროექტი?"
ვისწავლეთ რა არის "გოოგლე დრივე, როგორ შევქმნათ მასში საქაღალდეები და ავტვირთოთ ფაილები. დღეს დრაივზე შევქმენი ჩემი საქაღალდე, მასში მოვათავსე კიდევ ექვსი საქაღალდე, რომლებშიც შემდეგში თემატურად ავტვირთავ ჩემი პროეტის მასალებს.
მივიღე დავალება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და მისი ჩეკლისტის შექმნის შესახებ ჩმი პროექტის შესაბამისად.
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და სიახლეებით დატვითული იყო მასალის სიმრავლიდან გამომდინარე.
No comments:
Post a Comment