Tuesday, June 28, 2016

დღე VII - რეფლექსია

დღევანდელი დღისთვის უნდა მომემზადებინა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი ჩეკლისტი. ჩემ დავალებასთან დაკავშირებით ტრენერს გამოკვეთილი შენიშვნები არ ქონია.
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები/ინდიკატორები. ტრენერის ბლოგზე -რესურსები- შეფასებები    ჩანართში ვნახეთ მოსწავლის ნამუშევრის კოლაბორაციული და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. ინდივიდუალური მუშაობისას შევეცადე ჩემი პროექტისათვის მომერგო ან შესაბამისად შემეცვალა მახასიათებლების ინდიკატორები. ჯგუფში განხილვისას მივიღე მითითებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ასევე განვიხილეთ ფორმულები, რომლებიც თითოეულ რუბრიკაში მოსწავლეებს აძლევს განმსაზღვრელ შეფასებებს. კოლაბორაციული შეფასები დროს მოსწავლეები აფასებენ საკუთარ თავს, ჯგუფის წევრს და ასევე ფასდებიან მასწავლებლის მიერ. საბოლოო განმსაზღვრელ შეფასებას აქაც ფორმულა თავად უთვლის მოსწავლეებს.
მივიღე დავალება ჩემი პროექტის შესაბამისად ჩავასწორო ზემოთ აღნიშნული რუბრიკები, მოსწავლეები დავყოთ ჯგუფებად, რაშიც ალბათ დამეხმარება ტრენერის ბლოგის - რესურსები - სასწავლო პროექტის დამხმარე ჩანართში მოთავსებული მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფის აქტივობები და ფორმები.   ჯგუფის წევრებს მივანიჭო ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კოლაბორაციული შეფასების რუბრიკისთვის.

დღეს გავაგრძელეთ google drive-ს შესაძლებლობების განხილვა, კერძოდ ვისაუბრეთ მასში სხვადასხვა ტიპის online ტესტის შედგენის შესაძლებლობებზე. მასში შეგვიძლია შევადგინოთ დახურულ ბოლოებიანი კითხვები ერთი ან რამდენიმე პასუხის მონიშვნის შესაძლებლობით. ღია კითხვა- მოკლე ან ვრცელი დასაბუთებული პასუხით, კითხვა, რომლის პასუხადაც შეგვიძლია მივუთითოთ თარიღი ან დრო. დასმულ კითხვას შეგვიძლია გავუკთოთ მითითება/ინსტრუქცია, მოვნიშნოთ როგორც  აუცილებელი ველი. ვისწავლეთ როგორ შევიტანოთ ტესტში ცვლილებები, როგორ გავუგზავნოთ სამიზნე აუდიტორიას შესავსებად  და მივიღოთ პასუხი ჩვენს კითხვარზე.
შევადგინე საცდელი ტესტი, რომელიც გავუგზავნე ფუფის წევრებს და მათგან მივიღე უკვე შევსებული.  ასევე ვისწავლე როგორ შევინახო ჩემი ტესტირების შედეგები მოსახერხებელი ფორმით- excel-ის ფაილის ფორმატში.
შევადგინე ჩემი პროექტის შესაბამისი "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" online ტესტი მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების დასადგენად, რომელიც მოთავსებულია ჩემი  drive-ის  "შეფასებები" საქაღალდეში. აღნიშნული ტესტს სჭირდება დასრულება, რომელიც უნდა შევასრულო საშინაო დავალებად.
ტრენინგი ნელ-ნელა მიდის დასასრულისკენ და იმისათვის რომ ჩემი შექმნილი მასალები საბოლოო სახემდე მივიყვანო საჭიროა კიდევ ერთხელ გადავხედო.



No comments:

Post a Comment