Thursday, June 30, 2016

დღე VIII-რეფლექსია

ტრენინგი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ვიწყებ  ჩემი პროექტის შეფასებას.
 მოსწავლის როლის მორგების შემდეგ დავუბრუნდი მასწავლებლის როლს და დავიწყე მოსწავლის ნამუშევრის შეფასება. წინა ტრენინგზე მომეცა დავალება მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკების ჩამოყალიბების, რასაც ასე თუ ისე გავართვი ატვი. დღევანდელ ტრენინგზე ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ? როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები? როგორ შევქმნათ დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად.
ვიმმსჯელეთ იმაზეც როგორ გავუწიოთ მოსწავლეებს ფასილიტაცია, რისთვისაც შევქმენით პრეზენტაცია.

დღესაც ვიმუშავეთ ბლოგზე და დავამატე ახალი გვერდი "გალერეა" და ვისწავლე როგორ ავთვირთო მასში სურათები და დავაფორმატო ისინი.

ბლოგზე მოთავსებულ გვერდს "პორთფოლიო" მივაბი ჩემი საქაღალდის ლინკი რომელზე დაწკაპების დროსაც შესაძლებელი იქნება დაინტერესებული პიი გადავიდეს ჩემს drive-ზე და ნახოს ჩემი პროექტის მასალები, რომლებიც ჯერ-ჯერობით სრულად არ მაქვს ატვირთული, თყუმცა სულ ცოტა დარჩა მალე ყველაფრის ნახვა იქნება შესაძლებელი.






Tuesday, June 28, 2016

დღე VII - რეფლექსია

დღევანდელი დღისთვის უნდა მომემზადებინა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი ჩეკლისტი. ჩემ დავალებასთან დაკავშირებით ტრენერს გამოკვეთილი შენიშვნები არ ქონია.
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები/ინდიკატორები. ტრენერის ბლოგზე -რესურსები- შეფასებები    ჩანართში ვნახეთ მოსწავლის ნამუშევრის კოლაბორაციული და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. ინდივიდუალური მუშაობისას შევეცადე ჩემი პროექტისათვის მომერგო ან შესაბამისად შემეცვალა მახასიათებლების ინდიკატორები. ჯგუფში განხილვისას მივიღე მითითებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ასევე განვიხილეთ ფორმულები, რომლებიც თითოეულ რუბრიკაში მოსწავლეებს აძლევს განმსაზღვრელ შეფასებებს. კოლაბორაციული შეფასები დროს მოსწავლეები აფასებენ საკუთარ თავს, ჯგუფის წევრს და ასევე ფასდებიან მასწავლებლის მიერ. საბოლოო განმსაზღვრელ შეფასებას აქაც ფორმულა თავად უთვლის მოსწავლეებს.
მივიღე დავალება ჩემი პროექტის შესაბამისად ჩავასწორო ზემოთ აღნიშნული რუბრიკები, მოსწავლეები დავყოთ ჯგუფებად, რაშიც ალბათ დამეხმარება ტრენერის ბლოგის - რესურსები - სასწავლო პროექტის დამხმარე ჩანართში მოთავსებული მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფის აქტივობები და ფორმები.   ჯგუფის წევრებს მივანიჭო ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კოლაბორაციული შეფასების რუბრიკისთვის.

დღეს გავაგრძელეთ google drive-ს შესაძლებლობების განხილვა, კერძოდ ვისაუბრეთ მასში სხვადასხვა ტიპის online ტესტის შედგენის შესაძლებლობებზე. მასში შეგვიძლია შევადგინოთ დახურულ ბოლოებიანი კითხვები ერთი ან რამდენიმე პასუხის მონიშვნის შესაძლებლობით. ღია კითხვა- მოკლე ან ვრცელი დასაბუთებული პასუხით, კითხვა, რომლის პასუხადაც შეგვიძლია მივუთითოთ თარიღი ან დრო. დასმულ კითხვას შეგვიძლია გავუკთოთ მითითება/ინსტრუქცია, მოვნიშნოთ როგორც  აუცილებელი ველი. ვისწავლეთ როგორ შევიტანოთ ტესტში ცვლილებები, როგორ გავუგზავნოთ სამიზნე აუდიტორიას შესავსებად  და მივიღოთ პასუხი ჩვენს კითხვარზე.
შევადგინე საცდელი ტესტი, რომელიც გავუგზავნე ფუფის წევრებს და მათგან მივიღე უკვე შევსებული.  ასევე ვისწავლე როგორ შევინახო ჩემი ტესტირების შედეგები მოსახერხებელი ფორმით- excel-ის ფაილის ფორმატში.
შევადგინე ჩემი პროექტის შესაბამისი "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" online ტესტი მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების დასადგენად, რომელიც მოთავსებულია ჩემი  drive-ის  "შეფასებები" საქაღალდეში. აღნიშნული ტესტს სჭირდება დასრულება, რომელიც უნდა შევასრულო საშინაო დავალებად.
ტრენინგი ნელ-ნელა მიდის დასასრულისკენ და იმისათვის რომ ჩემი შექმნილი მასალები საბოლოო სახემდე მივიყვანო საჭიროა კიდევ ერთხელ გადავხედო.



დღე VI -რეფლექსია

დღევანდელი  ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით- უნდა შეგვექმნა მასწავლებლის პრეზენტაცია. პრეზენტაციის შექმნისას გავითვალისწინე ტრენერის მითითებები მასწავლებლის პრეზენტაციის სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ, ალბათ ამის გამო ტრენერს დავალებასთან დაკავშირებით შენიშვნები არ ქონია. ასევე გავითვალისწინე გიორგის მითითებები სასწავლო პროექტის გეგმაში პროექტის პროცედურების მეტად გაშლის შესახებ, რაზეც დავიმსახურე შეფასება " საკმაოდ კარგია".

დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და მისი ჩეკლისტის შექმნის პროცედურებზე. ტრენერის ბლოგის რესურსებში ვნახეთ მოსწავლის ნაშრომისა და ჩეკლისტის ნიმუში და ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ავაწყოთ ჩეკლისტი ჩვენი პროექტის შესაბამისად.

ძალიან საინტერესო იყო ტრენინგის მეორე ნაწილი, როდესაც გავაგრძელეთ ბლოგზე მუშაობის შესწავლა. კერძოდ ბლოგზე დავამატეთ ბლოგზე ვიზიტორთა რაოდენობის მაჩვენებელი გაჯეტი და ასევე გაჯეტი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ჩავატარო გამოკითხვა "მოგწონთ თუ არა პროექტი?"

ვისწავლეთ რა არის "გოოგლე დრივე, როგორ შევქმნათ მასში საქაღალდეები და ავტვირთოთ ფაილები. დღეს დრაივზე შევქმენი ჩემი საქაღალდე, მასში მოვათავსე კიდევ ექვსი საქაღალდე, რომლებშიც შემდეგში თემატურად ავტვირთავ ჩემი პროეტის მასალებს.

მივიღე დავალება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და მისი ჩეკლისტის შექმნის შესახებ ჩმი პროექტის შესაბამისად.
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და სიახლეებით დატვითული  იყო მასალის სიმრავლიდან გამომდინარე.

Tuesday, June 21, 2016

დღე V -რეფლექსია



დღევანდელი ტრენინგის დასაწყისში განვიხილეთ საშინაო დავალება- სასწავლო პროექტის შეფასების მეთოდები და მოკლე მონახაზი. ჩემი პროექტის მაგალითზე საკითხის განხილვამ მაჩვენა რომ ჩემი შეფასების მონახაზი არის ზოგადი და სჭირდება უფრო დეტალური აღწერა. ასევე ჩასაშლელია სასწავლო პროექტის პროცედურები.

ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება და პარამეტრების შეცვალა. განვიხილეთ საპრეზენტაციო დოკუმენტის პარამეტრები და მივიღეთ დავალება ჩვენი პროექტის შესახებ პრეზენტაციის მომზადების თაობაზე.

Saturday, June 18, 2016

დღე IV -რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი  დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით რომელიც ეხებოდა სასწავლო პროექტის სტანდარტებსა და ბუკლეტის სტატიების მომზადებას. დავიწყეთ ბუკლეტის შევსება და ვიმუშავეთ ბუკლეტის შევსების ტექნიკური მხარეებზე.


განვიხილეთ პროექტის შეფასების მეთოდები და ვიმსჯელეთ მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად მათი განსაზღვრის შესახებ. საკმაოდ სერიოზული სამუშაოა და მოითხოვს პროექტის თითოეულ ეტაპზე მის მორგებას. შევარჩიე ჩემი პროექტისთვის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.



Thursday, June 16, 2016

დღე-III რეფლექსია

ტრენინგი უფრო და უფრო  საინტერესო და დატვირთული ხდება...


განვიხილეთ წინა ტრენინგის დავალება - გამოცემის მომზადების ჩეკლისტი.

გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეტა პროექტში ჩართულობას.

განვმარტეთ რას ნიშნავს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, ასევე რა უნდა გავითვალისწინოთ კითხვების ფორმულირებისას., თუმცა აუცილებლად მჭირდება მათზე კიდევ დაფიქრება.

ტრენინგის დროს ჯგუფის წევრებტან ერთად ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის შესაბამისი საკვანძო კითხვები:


ზოგადი კითხვა- როგორ მივიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე?
თემატური - 1. საქართველოს რომელი ღირსშესანიშნაობების ნახვას ისურვებდით?
                     2. რა მოვლენები განაპირობებდაბუნებრივი და არქიტექტურული ძეგლების წარმოშობას?
                     3. რა ინფორმაციას გვაწვდიან ბუნებრივი და არქიტექტურული ძეგლები ხალხებზე, ადგილებზე და გარემოზე?
შინაარსობრივი - 1. როგორ შევაგროვოთ საჭირო ინფორმაცია?
                              2. რომელ ბუნებრივ და არქიტექტურულ ძეგლებს ინობთ?
                             3. საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს ესა თუ ის კულტურული ძეგლი
                             4.მოახდინეთ ბუნებრივი და არქიტექტურული ძეგლების კლასიფიკაცია

ტრენინგის დროს ასევე ვისწავლეთ ფლოგის პარამეტრები და მათ შეცვლა.

Thursday, June 9, 2016

დღე II -რეფლექსია


დღეს განვიხილეთ ჩვენი ჯგუფის წევრების  სასწავლო პროექტების სცენარი, მივიღე მითითებები ჩემი პროექტის განხორციელებისათვის პირველი ნაბიჯების გადადგმისკენ. გავეცანით ბროშურის არსსა და მისი შექმნის რეკომენდაციებს, რა ინფორმაციის მატარებელი უნდა იყოს ბროშურა რომ მან შეძლოს აუდიტორიის პროექტით დაინტერესება. ასევე გავეცანი გამოცემის მომზადების ჩეკლისტს, რომელიც დამეხმარება პირველადი მონახაზის გაკეთებაში პროექტის შესახებ.

ვისწავლე ბლოგის შექმნა, რომელიც ძალიან მაინტერესებდა და რთულად მეჩვენებოდა მისი შექმნის ტექნიკური მხარე.