დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.
ტრენინგის დასაწყისში ვისწავლეთ როგორ გამოვაქვეყნოთ ვიდეო ჩვენს ბლოგზე და youtube.com - ზე. მივიღეთ მითითებები ჩვენი ნამუშევრების შესახებ და მოვამზადეთ მასალები საბოლოო სახით drive- ზე ასატვირთად. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ თუ თითოეული მასალა პორტფოლიოს რომელ საქაღალდეში უნდა მოგვეთავსებინა და გავანაწილეთ ისინი შესაბამისად.
ვისაუბრეთ როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო სასწავლო პროექტის პორტფოლიო ეფექტურად.
ტრენინგის ბოლოს მოვაწყეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია ჯგუფის წევრებისთვის.
ტრენინგის ყოველი დღე ძალიან დატვირთული, მრავალფეროვანი და მრავლის მომცემი იყო ჩემთვის. მიღებული ცოდნით შევძლებ მომავალში უზრუნველვყო 21-ე საუკუნის უნარჩვევებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების განხორციელება.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ყურადღებისა და საინტერესო ტრენინგისთვის.